ტრენინგები საბავშვო ბაღის პედაგოგებისთვის

საბავშვო ბაღის პედაგოგებისთვის განკუთვნილი ტრენინგების ჩატერების უფლება 9 ორგანიზაციამ მიიღო, მათ შორის სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმაც.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის N68/ნ ბრძანებით დამტკიცებული აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის მე-2 მუხლის დ. პუნქტის თანახმად ტრენინგ-მოდულის მიმწოდებელი იქნებიან საჯარო სამართის იურიდიული პირი – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული განვითარების ეროვნული ცენტრი ან/და ის ორგანიზაციები, რომელთაც მოპოვებული აქვთ აღნიშნული მოდულის ჩატარების უფლება”, – აღნიშნულია ბრძანებაში.

ორგანიზაციებმა და მათ მიერ წარმოდგენილმა კანდიდატებმა ტრენინგ-მოდულის მიწოდების უფლება მოიპოვეს კონკურსისა და ტრენერთა ტრენინგის წარმატებით გავლის შედეგად.

კონკურსის შედეგად მოხდა ორგანიზაციებიდან წარმოდგენილი იმ პირების შერჩევა, რომლებიც აკმაყოფილებდნენ აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის მე-3 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

უნივერსიტეტიდან შერჩეულია პროფესორი ირმა ქურდაძე.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: მასწავლებელთა პოფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი