13 მარტს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკში, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის მაგისტრანტებისთვის, ჩატარდა ტრენინგი სამეცნიერო ნაშრომის მომზადებისა და ნაშრომში სამეცნიერო ელექტრონული ბაზების პრაქტიკული გამოყენების შესახებ.
შეხვედრის მიზანი იყო:
„სამეცნიერო ნაშრომის მომზადების პროცესში საჭირო ტექნიკური რეკომენდაციები და ამ რეკომენდაციების პრაქტიკულად გამოყენების სწავლება“ და ასევე მაგისტრანტებისთვის პრაქტიკული მაგალითების გამოყენებით – „საერთაშორისო ელექტრონულ ბაზებში რესურსების ძიების უზრუნველყოფა“
მაგისტრებს შეკითხვები ქონდათ საერთაშორისო ელექტრონულ ბაზეზე დისტანციური წვდომის მისაღებად RemoteXs პორტალზე რეგისტარციისა და გამოყენების შესახებ. ტრენინგის ბოლოს განხილული იქნა პრაქტიკული მაგალითები .