ტრენინგი სამეცნიერო ელექტრონული ბაზების შესახებ

გრძელდება სამეცნიერო ბიბლიოთეკის მიერ ორგანიზებული ტრენინგები აკადემიური და მოწვეული პედაგოგებისთვის, ასევე მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის.

2024 წლის 5 და 7 მარტს 402 აუდიტორიაში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკის ტექნიკურმა ხელმძღვანელმა ხათუნა კვინცხაძემ, განათლების, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის ჩაატარა  ტრენინგი თემაზე: „საერთაშორისო ელექტრონულ ბაზებში რესურსების ძიების უზრუნველყოფა“ – და ETHICS -Erasmus+ პროექტის ფარგლებში ,,მკვლევართა მხარდამჭერი გარემოს ფორმირებისთვის სანდო ელექტრონული რესურსების გამოყენება”

ტრენინგის ბოლოს განხილული იქნა პრაქტიკული მაგალითები  და ამ პროცესში მონაწილეობა მიიღო ყველა მონაწილემ.

  ხოლო 2024 წლის 6 მარტს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსში 208 აუდიტორიაში, შედგა სამუშაო შეხვედრა ბიზნესის ადმინისტრირებისა  და inJineriis, agrarul da საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტებისთვის.

შეხვედრის მიზანი იყო – „სამეცნიერო ნაშრომის მომზადების პროცესში საჭირო ტექნიკური რეკომენდაციები და ამ რეკომენდაციების პრაქტიკულად  გამოყენების სწავლება“. დაიგეგმა სამომავლო შეხვედრები სხვა საჭირო რეკომენდაციების პრაქტიკული გამოყენების სწავლებისთვის.

ასევე დაიგეგმა საერთაშორისო ელექტრონულ ბაზეზე დისტანციური წვდომის მისაღებად საჭირო რეკომენდაციები, ეს პროგრამული უზრუნველყოფა ახლახან შეიძინა უნივერსიტეტმა და RemoteXs პორტალის ჩვენს ვებ-გვერდზე ჩაშენების შემდეგ, ინტენსიურად ჩატარდება სამუშაო შეხვედრები მისი გამოყენების შესასწავლად.