ტრენინგი სამეცნიერო ნაშრომის მომზადების შესახებ

   გრძელდება სამეცნიერო ბიბლიოთეკის მიერ ორგანიზებული ტრენინგები აკადემიური და მოწვეული პედაგოგებისთვის, ასევე მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის.

2025 წლის 24 აპრილს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკის ტექნიკურმა ხელმძღვანელმა ხათუნა კვინცხაძემ, განათლების, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური, მოწვეული პერსონალისთვის და სტუდენტებისთვის ჩაატარა ტრენინგი თემაზე:

სამეცნიერო ელექტრონული ბაზების რესურსების ძიების უზრუნველყოფა და  სამეცნიერო ნაშრომის მომზადების პროცესში საჭირო ტექნიკური რეკომენდაციები და „Chicago- სტილის  პრაქტიკულად გამოყენების სწავლება.

ტრენინგი გაიმართა სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, შერეულ რეჟიმში, ნაწილი დაესწრო დარბაზში, ნაწილი ონლაინ ჩაერთო, (სულ ტრენინგს ესწრებოდა 47 მონაწილე). ტრენინგის მსვლელობისას განხილული იქნა პრაქტიკული მაგალითები და ამ პროცესში აქტიურად იყო ჩართული ყველა მონაწილე, მონაწილეებმა დასვეს საინტერესო შეკითხვები. დაიგეგმა სამომავლო შეხვედრები სხვა საჭირო რეკომენდაციების პრაქტიკული გამოყენების სწავლებისთვის.