2018 წლის 24 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსში, სამოქალაქო ჩართულობის ცენტრში – Civic Education Involvement Center (CEIC), ERASMUS+ “CURE” პროგრამის ფარგლებში ჩატარდა ერთ საათიანი ტრენინგი სტუდენტებისათვის თემაზე: ,,სამოქალაქო აქტივიზმი“. ტრენინგს უძღვებოდა ტრენერი: ნატო ინასარიძე (სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრანტი, ERASMUS+ გაცვლითი პროგრამების წევრი).
ტრენინგის მუშაობაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს სტუდენტებმა და კმაყოფილებით მიიღეს ის სიახლეები, რომელიც მათ პროექტის ფარგლებში გააცნო ERASMUS+ ის პროექტების ინსტიტუციურმა მენეჯერმა თინა გელაშვილმა, ტრენინგს ასევე ესწრებოდნენ: მაკა მურვანიძე – მკვლევარი მასწავლებელი, სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის ხელმძღვანელი და გულიკო ჯანოვა – მკვლევარი მასწავლებელი