6 და 7 მარტს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის DITECH -Erasmus+ პროექტის (ტექნოლოგიებით გაძლიერებული სწავლება და სწავლა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ) ფარგლებში ჩატარდა ტრენინგ-ვორკშოპი (TM2) თემაზე: ონლაინ ინსტრუქტორების მომზადება: საგანმანათლებლო ტექნოლოგიები და პლატფორმები ონლაინ კურსების მომზადების, დაგეგმვის, განვითარების, განხორციელებისა და შეფასების პროცესში.
პროექტის სტაფის წევრებმა (თინა გელაშვილი-მენეჯერი, შალვა ოთანაძე, ხათუნა კვინცხაძე, ნინო ბერიძე, ივანე ჯანოვი) ევროპელ პარტნიორ უნივერსიტეტებში (ტალინის ტექნოლოგიების და, კაუნასის ტექნოლოგიების უნივერსიტეტი) მიღებული გამოცდილება საგანმანათლებლო პლათფორმებსა და სოფტებზე ( Padlet, Genially, Google Jamboard, Mentimeter, Gitmind, Diagrams Net,Powtoon, 123apps, JeopardyLabs, Brightful, ThingLink, MINDOMO,Camtasia, Snagit) გაუზიარა სჯუნის 25 აკადემიურ პერსონალს. მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერთიფიკატები.