
მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Erasmus+ ETHICS (კვლევის პასუხისმგებლობით წარმართვა – კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში) პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა ტრენინგ/ვორკშოპი თემატიკით: ხელოვნური ინტელექტი და აკადემიური კეთილსინდისიერება; საავტორო და საგამომცემლო ეთიკა, მ.შ. მეცნიერთა სამეცნიერო შედეგების შეფასების საერთაშორისო გამოცდილება. ტრენინგ/ვორკშოპს უძღვებოდნენ პროექტის მენეჯერი, პროფ. თინა გელაშვილი, პროექტის წევრები: პროფ. გულნარა ჯანოვა და ასოცირებული პროფესორი, მაკა მურვანიძე. ტრენინგს ესწრებოდა უნივერსიტეტის 24 აკადემიური პერსონალი და დოქტორანტი.