ტრენინგ-სემინარი ვეტერინარიის სტუდენტებისთვის

ვეტერინარიის მიმართულების სტუდენტებისათვის ტრენინგ-სემინარი ჩატარდება   2024 წლის 26 მარტს თემაზე:

  1. „სწავლების ინოვაციური მეთოდები და მისი მნიშვნელობა“
  2. „სწავლება ვეტერინარულ კლინიკაში“
  • სწავლების ინოვაციური მეთოდების ტრენინგ-სემინარებზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების მნიშვნელობაზე (PBL), რომელიც   სტუდენტებში საექიმო, ანუ კლინიკური აზროვნების ჩამოყალიბების შესაძლებლობას იძლევა. ფაქტიურად პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება ეს არის თანამედროვე ვეტერინარული განათლების გამოწვევა.
  • სწავლება ვეტერინარ კლინიკაში განსაკუთრებული სპეციფიკის მომცველია და ის მნიშვნელოვნად განსხვავდება, აუდიტორიულ პირობებში სწავლების  ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობებისაგან. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვეტერინარულ კლინიკაში სწავლების ტრენინგ  სემინარების ძირითადი მნიშვნელობა იქნება თეორიული ცოდნის კლინიკურ სწავლებაში გამოყენება და სტუდენტებში პრაქტიკული  უნაჩ-ვევების ჩამოყალიბება-განმტკიცება  სიმულატორებისა და მულაჟების გამოყენებით.

ტრენინგების ჩატარებაში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვეტერინარიის მიმართულების პროფესურასთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ  ერასმუს + პროექტის ფარგლებში მონაწილე, კონსორციუმის წევრი ესტონეთის ტარტუს უნივერსიტეტის ვეტერინარული მედიცინის ფაკულტეტის კლინიკის პროფესურა (დისტანციურად), ვიდეო რგოლის გამოყენებით.