უნივერსიტეტთაშორისი IV სამეცნიერო ონლაინ კონფერენცია „ინფორმაციული ტექნოლოგიები და მათი გამოყენება“

29 მაისს, გაიმართა ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სტუდენტთა უნივერსიტეტთაშორისი IV სამეცნიერო ონლაინ კონფერენცია „ინფორმაციული ტექნოლოგიები და მათი გამოყენება“. კონფერენციაზე თემა წარადგინა თოთხმეტმა მომხსენებელმა  სამცხე-ჯავახეთს სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და პოლონეთის ადამ მიკიევიჩის უნივერსიტეტიდან.

კონფერენცია მიეძღვნა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის 30 წლის იუბილეს.

კონფერენციის სამუშაო პროგრამა
.