მორიგი Erasmus +პროექტი უნივერსიტეტში

მიმდინარე წელს, ევროკომისიის მიერ დაფინანსდა კიდევ ერთი, Erasmus +პროექტი-DITECH (Developing and Implementing Technology-Enhanced Teaching and Learning at Georgian HEIs).  კოორდინატორი ტალინის უნივერსიტეტი(ესტონეტი;

პროექტში ქართველ სახელმწიფო უსდ-ებთან ერთად (თსუ, ილიაუნი, თესაუ, სსუ, ბსუ აწსუ და TPDC ) კონსორციუმის წევრები არიან ტალინის, კაუნასის ტექნოლოგიური უნივერსიტეტები და კორკის უმაღლესი განათლების კოლეჯი. მათ შორის სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტი ერთ-ერთი პარტნიორი და პროექტის თანაავტორია (მენეჯერი-პროფ. თინა გელაშვილი).

პროექტის მიზანია ქართულ უნივერსიტეტებში ტექნოლოგიებით გაძლიერებული სწავლა-სწავლება; ახლი, ინოვაციური, ონლაინ კურსების შექმნა საბაკალავრო და სამაგისტრო დონეზე; აკადემიური პერსონალის ციფრული კომპეტენციების და უნარების გაუმჯობესება სტაფის საერთაშორისო ვორკშოფებში ჩართვისა და გამოცდილების გაზიარების გზით.

პროექტის დაწყების თარიღია 2021 წლის 15 იანვარი