უნივერსიტეტში ვაკანტურ პოზიციაზე ცხადდება კონკურსი

სსიპ – სამცხე-ჯავახეთის   სახელმწიფო  უნივერსიტეტის  საგრანტო ოფისის კოორდინატორის პოზიციაზე კონკურსის გამოცხადების შესახებ

1. ცხადდება კონკურსი სსიპ – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგრანტო ოფისის კოორდინატორის პოზიციაზე.

2. საბუთები მიიღება 2022 წლის 27 იანვრიდან 2022 წლის 4 თებერვლის ჩათვლით.

3. საბუთების მიღება იწარმოოს როგორც ელექტრონელი, ასევე მატერიალური ფორმით უნივერსიტეტის კანცელარიაში, მისამართზე ქ. ახალციხე რუსთაველის ქ. N113, მე-2 სართული, ოთახი 208 (ელ. მისამართი – [email protected]).

4. კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად, საბუთების შერჩევა და გასაუბრება. გასაუბრება ჩატარდება 2022 წლის 7-9 თებერვალს, ზუსტი თარიღის შესახებ დამატებით ეცნობებათ კანდიდატებს.

5. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება რექტორის სახელზე; (განცხადების ფორმა)

ბ) პირადობის მოწმობის (პასპორტის) ასლი;

გ) დოქტორის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი, ან ცნობა დოქტორანტურაში სწავლის შესახებ;

დ) ავტობიოგრაფია (CV);

ე) სარეკომენდაციო წერილი;

ვ) სამოტივაციო წერილი;

ზ) ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (სერტიფიკატი, დიპლომი). დოქტორანტის შემთხვევაში – ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ სადოქტორო პროგრამის მიღების წინაპირობა ითვალისწინებს ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის აუცილებლობას და დოქტორანტს ჩაბარებული აქვს შესაბამისი გამოცდა.

6. საგრანტო ოფისის კოორდინატორისთვის წარდგენილი სავალდებულო მოთხოვნები:

1. განათლება (ხარისხი, მიმართულება) – დოქტორის ან დოქტორთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ან დოქტორანტი;

2. სამუშაო გამოცდილება – არ არის სავალდებულო

3. კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს სარეკომენდაციო და სამოტივაციო წერილი.

4. უცხო ენების ცოდნა – სავალდებულოა ინგლისურის ენის B2 დონეზე ცოდნა.

5. საოფისე პროგრამების ცოდნა – Microsoft Office Word; Microsoft Office Excel;  Microsoft Office PowerPoint;

7. სასურველი მოთხოვნები –  ინფორმაციის  დამუშავების და ანალიზის უნარი; დაგეგმვის და ორგანიზების უნარი; ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი; კომპლექსური აზროვნების უნარი; ამოცანების დასახვისა და გადაჭრის გზების შემუშავების უნარი;   ტრეინინგებისა  და შეხვედრების წარმართვის უნარი; გუნდში მუშაობის უნარი; სასურველია  კანდიდანტს მონაწილეობა ჰქონდეს მიღებული სამეცნიერო საგრანტო პროექტების კონკურსებში.

8. ყოველთვიური სახელფასო განაკვეთი შეადგენს 1 250 ლარს;

9. ფუნქცია-მოვალეობები:

ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის “ჰორიზონტი ევროპა” საგრანტო კონკურსებთან დაკავშირებული ინფორმაციის დამუშავება, უნივერსიტეტისთვის მკვლევარებისთვის საინტერესო კონკურსების და სხვა აქტივობების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება;   

ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის “ჰორიზონტი ევროპა” საგრანტო კონკურსებისთვის პროექტების მომზადებისთვის საჭირო რეკომენდაციების შემუშავება, პროექტის მომზადებისა და განხორციელების პროცესში პარტნიორების მოძიების და სხვა ტექნიკურ და ადმინისტრაციულ საკითხებთან  დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა და წამოჭრილი პრობლემების  გადაჭრაში დახმარება.

სხვა ეროვნული, საუნივერსიტეტო და საერთაშორისო ფონდების საგრანტო კონკურსების თაობაზე ინფორმაციის მოძიება, უნივერსიტეტის მკვლევარებისთვის ამ ინფორმაციის მიწოდება და პროექტების მომზადებისა და განხორციელების პროცესში დახმარების გაწევა.

ეროვნულ ოფისთან „ჰორიზონტი ევროპა“ და ეროვნული საკონტაქტო პირების ქსელთან თანამშრომლობა და მათთან ერთად უნივერსიტეტის თანამშრომლებისთვის ტრეინინგების მომზადება და ჩატარება.

საქართველოში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს/სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებს შორის ინსტიტუციური თანამშრომლობის მექანიზმების განვითარებაში მონაწილეობის მიღება.