უნივერსიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაცია

1. უნივერსიტეტის რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

ა) აპლიკანტის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ორი ასლი; ქმედუუნარო/შეზღუდულ ქმედუნარიანი აპლიკანტის შემთხვევაში, მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; არასრულწლოვანმა, დამატებით უნდა წარმოადგინოს მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, საჭიროების შემთხვევაში მზრუნველობის შესახებ მშობლის მიერ გაცემული ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი (მინდობილობა);

ბ) საბაზო საფეხურის/სრული ზოგადი/უმაღლესი/პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან/და ასლი, ან განათლების დამადასტურებელი იმ დოკუმენტის დედანი ან/და ასლი ნოტარიულად დადასტურებული, რომლის მიღებაც შეუძლებელი იქნებოდა საბაზო საფეხურის ზოგადი განათლების ან/და სრული ზოგადი  განათლების დაძლევის გარეშე, თუ სრული ზოგადი განათლება პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობას წარმოადგენს;

გ) არასრულწლოვანმა აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს ასევე დაბადების მოწმობა ან/და ასლი;

დ) ფერადი ფოტოსურათი ზომით 3×4 (ელექტრონული ვერსია CD დისკზე);

ე) უცხო ქვეყნის მიერ გაცემული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი;

ვ) პირმა, რომელსაც ზოგადი განათლება მიღებული აქვს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უნდა წარმოადგინოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული აღიარების დოკუმენტი (რაც რეგულირდება: 2009 წლის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 19 მარტის ბრძანება N147, „ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“);

ზ) უნივერსიტეტის რექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისა და ამ მუხლის გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენიდან 2 დღის ვადაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით რიცხავს აპლიკანტებს.

2. უნივერსიტეტი ჩარიცხავს აპლიკანტის მიერ წერილობით გამოხატული ნების საფუძველზე  პროგრამისათვის გამოცხადებული ადგილების რაოდენობისა და რეიტინგულ სიაში აპლიკანტის რიგითობის გათვალისწინებით, უმაღლესიდან უმდაბლესისკენ.

5. უნივერსიტეტში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე პროფესიული სტუდენტის ჩარიცხვის შემდეგ, ფორმდება ორმხრივი ხელშეკრულება რექტორსა და პროფესიულ სტუდენტს შორის. ხელშეკრულების ერთი ეგზემპლარი გადაეცემა პროფესიულ სტუდენტს, ხოლო მეორე – ინახება პროფესიული სტუდენტის პირად საქმეში.

6. თუ პროფესიული სტუდენტი არასრულწლოვანია, ხელშეკრულება ფორმდება მის მშობელთან ან კანონიერ წარმომადგენელთან.

7. აპლიკანტი, რომელმაც წარმატებით ჩააბარა პროფესიული ტესტირება ან წარმატებით გაიარა უნივერსიტეტის  ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული წესით შერჩევა, მაგრამ დაწესებულ ვადებში უნივერსიტეტში არ წარმოადგინა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია, პროფესიულ პროგრამაზე არ ჩაირიცხება.

დოკუმენტების წარმოდგენის ბოლო ვადაა  მიმდინარე წლის 5 ოქტომბერი