2023 წლის 19 დეკემბერს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაიმართა ერაზმუს+ ინსტიტუციური თანამშრომლობის პროექტის „ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების გახსნა სტუდენტებისთვის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“ ფინალური კონფერენცია, სადაც შეჯამდა პროექტის მიმდინარეობისას გამართული თითოეული აქტივობა. კონფერენციაში მონაწილეობდა ეპსაის პროექტის ფსიქოლოგები გულიკო ბექაური და ქეთევან ნარიმანიშვილი. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელებული აქტივობების ანგარიში წარადგინა პროექტის მენეჯერმა გურანდა მოდებაძემ.
კონფერენციის მუშაობას უძღვებოდა სსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კავშირების დეპარტამენტის უფროსი, პროექტების კოორდინატორი, პროფესორი ინდირა ძაგანია.ღონისძიებას საერთაშორისო და ქართველ პარტნიორებთან ერთად ესწრებოდა ქ-ნი ნინო წერეთელი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსი; ქ-ნი ნუნუ მიცკევიჩი – სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი; ქ-ნი გუგული მაღრაძე – პროფესორი, პროექტის ფარგლებში შექმნილი ფსიქოლოგთა ასოციაციის თავმჯდომარე; ქ-ნი თამარ გაგოშიძე და სხვა საპატიო სტუმრები.
კონფერენციაზე, ერთხმად, წარმატებულად შეფასდა პროექტების ფარგლებში გაწეული სამუშაოები და აღინიშნა მიღებული შედეგების მნიშვნელობა