’’ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე“ სჯსუში

მიმდინარე წლის, 12 ოქტომბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა, რომელიც ეძღვნებოდა ’’ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს“.შეხვედრა მიმდინარეობდა ჰიბრიდული მეთოდით, ეპიდსიტუციიდან გამომდინარე, თითოეული ფაკულტეტიდან წარმოდგენილ იყო რამდენიმე სტუდენტი აუდიტორიაში, ხოლო დანარჩენი სტუდენტები მონაწილეობდნენ Zoom პლატფორმის გამოყენებით.

ღონისძიებაზე განხილული იყო ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელობა, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების გამაფრთხილებელი ნიშნები და რეკომენდაციები ჯანსაღი ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის შესანარჩუნებლად.ღონისძიება გაიმართა სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში არსებული Erasmus+ (CBHE) ინსტიტუციური განვითარების პროექტის E-PSY “ფსიქოლოგიური კონსულტაციების ცენტრების გახსნა სტუდენტებისთვის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში” ფარგლებში.

სტუდენტებს მიესალმა და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ბატონი როინ თათეშვილი. პრეზენტაციას უძღვებოდა პროექტის მენეჯერი და საერთაშორისო ურთიერთობის მიმართულების უფროსი სპეციალისტი გურანდა მოდებაძე და მკვლევარი – ქეთევან ნარიმანიშვილი.