„ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრი“ სჯსუში

მიმდინარე წლის 21 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მაკა ბერიძემ საზეიმოდ გახსნა „ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრი“ , რომელიც შეიქმნა ერაზმუს+ ინსტიტუციონალური განვითარების პროექტის E-PSY ფარგლებში.

ცენტრის საშუალებით სტუდენტები მიიღებენ ფსიქოლოგიურ კონსულტაციასა და დახმარებას მათი მოთხოვნის შესაბამისად.

ცენტრი უზრულველყოფს არა მხოლოდ სტუდენტთა, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის, არამედ უფრო ფართო აუდიტორიის ინფორმირებულობას ფსიქოლოგიური მხარდაჭერისა და კონსულტაციის მნიშვნელობის შესახებ.

საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ სტუდენტები, აკადემიური პერსონალი და ადმინისტრაციის წარმომადგენლები.