ქართული პარლამენტარიზმის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტი – ანსამბლი “ვარძია”

2019 წლის 14 მარტს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართა ქართული პარლამენტარიზმის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდა ანსამბლი „ვარძია“ და უნივერსიტეტის სტუდენტი ანა კაცაძე. დამსწრე აუდიტორიას მიესალმა უნივერსიტეტის რექტორი, ასოცირებული პროფესორი მაკა ბერიძე, რომელმაც მოკლედ მიმოიხილა ქართული პარლამენტარიზმის ჩამოყალიბების ისტორია. რექტორის მოადგილემ სამეცნიერო დარგში, პროფესორმა მერაბ ბერიძემ მადლობა გადაუხადა ანსამბლ „ვარძიის“ პროდიუსერს, ბიზნესმენ ალექსანდრე ღორჯომელაძეს ჟურნალ„არავის“ 22-ე ნომრის დაფინანსებისათვის და მადლობის სიგელი გადასცა. ამით სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული პარლამენტარიზმისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დასრულდა.