შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროსთან და საქართველოს გაეროს ასოციაციასთან თანამშრომლობით აცხადებს სტაჟირების პროგრამას „ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამით“ (1+4 პროგრამით) მოსარგებლე პირებისათვის. სტაჟირების პროგრამის მიზანია საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების დასაქმების პერსპექტივის გაუმჯობესება და საბოლოო ჯამში, მათი ჩართულობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა.
პროგრამის ფარგლებში, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ კონკურსის საფუძველზე ჩაერთონ სტაჟირების პროცესში. სპეციალურად შექმნილი კომისია უზრუნველყოფს სტაჟიორების შერჩევას შეფასების დადგენილი კრიტერიუმებით. წარმატებული აპლიკანტები 1-დან 6 თვემდე სტაჟირებას გაივლიან სახელმწიფო უწყებებში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში. პროგრამა განკუთვნილია მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებისთვის, აგრეთვე მაგისტრანტებისა და კურსდამთავრებულთათვის.
სახელმწიფო უწყებების და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე
სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობისათვის გთხოვთ შეავსოთ განაცხადის ფორმა, 22 ოქტომბრამდე
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუიკავშირდით: 0322922632 – ელვირა ეიბოვი