უნივერსიტეტი ითვალისწინებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შემუშავებულ რეკომენდაციებს და ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით კურსდამთავრებულთა ცერემონია სხვადასხვა დროს შემდეგი განრიგით გაიმართა:
�28 ივლისს – განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა; იურიდიული და ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა გაცილების ცერემონია ახალციხის ციხეზე;
�30 ივლისს – ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა გაცილების ცერემონია უნივერსიტეტის პირველ კორპუსში;
�31 ივლისს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე კორპუსში (ახალქალაქი);
ღონისძიება უნივერსიტეტის რექტორმა მაკა მერიძემ გახსნა, რის შემდეგაც გამორჩეული დღე კურსდამთავრებულების მიულოცეს სამხარეო ადმინისტრაციის, ქალაქ ახალციხის მერიის წარმომადგენლებმა, სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა და მოწვეულმა სტუმრებმა.
წარმატებულ კურსდამთავრებულებს მიენიჭათ მოხალისე ლექტორის წოდება ყველა იმ უფლებით, პატივითა და პრივილეგიით, რომელიც ამ წოდებას ახალვს თან.
ღონისძიების დასასრულს, გაისმა რექტორის ბოლო ბრძანება „ქუდები ცაში“ და ტრადიციულად, მანტიით შემოსილმა კურსდამთავრებულებმა ქუდები ცაში აისროლეს.