მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში 26 სექტემბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზაზაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში აბიტურიენტთათვის გაიმართა ,,ღია კარის დღე“. ღონისძიებას აბიტურიენტები ესწრებოდნენ: ახალციხის, ადიგენის, ასპინძისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებიდან. ,,ღია კარის დღე“ გახსნა და აბიტურიენტებსა და მათ მშობლებს ესაუბრა უნივერსიტეტის რექტორი, ასოცირებული პროფესორი მაკა ბერიძე. განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია უნივერსიტეტის დაანონსებულმა სიახლემ, რომელიც შეეხება მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან მოსამზადებელი კურსების გახსნას, ეროვნული გამოცდებით გათვალისწინებულ ყველა საგანში, რომელსაც ადგილებზე, ყველა მუნიციპალიტეტში, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები გაუძღვებიან.
იდენტური ღონისძიება, პარალელურ რეჟიმში ახალქალაქის კორპუსშიც გაიმართა, სადაც ახალქალაქელ და ნინოწმინდელ აბიტურიენტებს უმასპინძლეს. საუბარს რექტორის მოადგილე ბატონი ვასილ მოსიაშვილი უძღვებოდა.
,,ღია კარის დღე“ აბიტურიენტთათვის
