2022 წლის 6 ივლისს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები დისტანციურ რეჟიმში გაეცნენ ვეტერინარული კლინიკა-სავადმყოფოს VET HOUSE -ის საქმიანობას.
კლინიკასთან, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური კადრებით, უნივერსიტეტს გაფორმებული აქვს ხელშეკრულება ურთიერთთანამშრომლობის შესახებ. სტუდენეტებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე და სამომავლო დასაქმების პერსპექტივაზე. დაინტერესებული სტუდენტებისთვის დაგეგმილია ვიზიტი კლინიკა-სავადმყოფოს VET HOUSE-ის ბაზის დეტალურად გაცნობის მიზნით.
კლინიკა-სავადმყოფო VET HOUSE-ი მოიაზრება ვეტერინარი სტუდენტების დარგობრივი პრაქტიკის – „პრაქტიკული ტრენინგი წვრილი ცხოველების მედიცინაში“ ჩატარების ერთ-ერთ ობიექტად.
იხილეთ შეხვედრის ჩანაწერი >>>>