სტუდენტების შეხვედრა VET HOUSE-ის წარმომადგენლებთან

2022 წლის 6 ივლისს,  სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინჟინერიის,  აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები დისტანციურ რეჟიმში გაეცნენ ვეტერინარული კლინიკა-სავადმყოფოს VET HOUSE -ის საქმიანობას.

კლინიკასთან, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური კადრებით, უნივერსიტეტს გაფორმებული აქვს ხელშეკრულება ურთიერთთანამშრომლობის შესახებ. სტუდენეტებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე და სამომავლო დასაქმების პერსპექტივაზე. დაინტერესებული სტუდენტებისთვის დაგეგმილია ვიზიტი კლინიკა-სავადმყოფოს VET HOUSE-ის  ბაზის დეტალურად გაცნობის მიზნით.

კლინიკა-სავადმყოფო  VET HOUSE-ი  მოიაზრება ვეტერინარი სტუდენტების დარგობრივი პრაქტიკის –  „პრაქტიკული ტრენინგი წვრილი ცხოველების მედიცინაში“ ჩატარების  ერთ-ერთ ობიექტად.

იხილეთ შეხვედრის ჩანაწერი >>>>