10 მაისს, გაიმართა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროგრამის ხელმძღვანელების სამუშაო შეხვედრა პოტენციურ დამსაქმებლებთან.
ისტორიის საბაკალავრო და სადოქტორო პროგრამების პრეზენტაცია წარმოადგინა რექტორის მოადგილემ სასწავლო დარგში, პროფესორმა ნიკო ახალკაცმა; საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის მიზანზე და სიახლეებზე ისაუბრა პროგრამის ხელმძღვანელმა, რექტორის მოადგილემ, ვასილ მოსიაშვილმა. ინგლისური ფილოლოგიის პროგრამა დამსაქმებლებს წარუდგინა პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გულიკო ჯანოვამ; ქართული ფილოლოგიის, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების პრეზენტაცია წარმოადგინა ასოცირებულმა პროფესორმა, ქალბატონმ, მაია ქუქჩიშვილმა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობირივი თვითმმართველობის, რეგიონის განათლების რესურსცენტრის წარმომადგენლები, სკოლის დირექტორები, არასამთავრობო ორგანიზაციების, კერძო და საჯარო სტრუქტურების ხელმძღვანელები და მათი წარმომადგენლები.
გაიმართა ძალიან საინტერესო დისკუსია, რომელიც უკავშირდებოდა დამსაქმებლების მხრიდან კონკრეტულ კითხვებს და რეკომენდაციებს.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელემა ჯაბა ნათენაძემ, გამოთქვა სურვილი, რომ დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით შემუშავდეს ახალი პროგრამა, ან მოდულის სახით მოხდეს სამაგისტრო პროგრამაში ინტეგრირება. მისი აზრით, ეს სიახლე ძალიან დააინტერესებთ ახალგაზრდებს. ამ რეკომენდაციასთან დაკავშირებით, ნიკოლოზ ახალკაცმა აღნიშნა, რომ ძალიან საინტერესო რჩევაა და კოლეგებთან ერთად იფიქრებს, რა მიმართულებით შეიძლება ამ საკითხზე მუშაობა.
თეგეტა მოტორსის მენეჯერმა ახალციხეში, ნიკოლოზ ბეგიშვილმა, ყურადღება გაამახვილა და კმაყოფილება გამოხატა პროგრამებში კვლევითი კომპონენტის აქტიურად ჩართვაზე და გამოთქვა სურვილი, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს სტუდენტთა იმ უნარების განვითარებას, რომელიც დაეხმარებათ შესაძლებლობების წარმოჩენასა და შესაბამისად რეალიზებაში. მან ასევე აღნიშნა, რომ საჭიროა უნივერსიტეტთან ყველა სტრუქტურის უფრო მეტი კომუნიკაცია.
ასპინძის მუნიციპალიტეტის, სოფელ ოშორის საჯარო სკოლის დირექტორმა, დათო კობერიძემ, დადებითად შეაფასა წარმოდგენილი პროგრამები, გამოხატა მადლიერება უნივერსიტეტისადმი და აღნიშნა, რომ „მათი სკოლის კურსდამთავრებულები აქტიურად ირჩევენ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს სწავლის გასაგრძელებლად და ბევრი მათგანი ბრუნდება სოფელში სამუშაოდ, რაც ძალიან მისასალმებელია’’. შეხვედრას ფასილიტაციას უწევდა, განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი, გულიკო ბექაური.