შეხვედრა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებთან

სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა 11 მაისს, სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსში გამართეს შეხვედრა თემაზე: “საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული გამოწვევები და პროგრესი”.

შეხვედრაზე განხილულ იქნა სახალხო დამცველის 2021 წლის საპარლამენტო ანგარიში. ასევე, საუბარი შეეხო საქართველოში ადამიანის უფლებათა სამართლის სწავლებას უმაღლესი განათლების საფეხურზე.

შეხვედრას სტუდენტები, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, აკადემიური პერსონალი, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. ღონისძიება დისკუსიისა და კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.