შეხვედრა ERASMUS+INTEGRITY-ის ფარგლებში

24 მაისი, 2019 წელი, ERASMUS+INTEGRITY-ის (ACADEMIC INTEGRITY FOR QUALITY TEACHING AND LEARNING IN HIGHER EDUCATION INSTITUTIONS IN GEORGIA -სწავლისა და სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად აკადემიური ინტეგრაცია საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, კოორდინატორი-ილიაუნი) ფარგლებში გაიმართა პროექტის სტაფის შეხვედრა.
პროექტის ინსტიტუციურმა მენეჯერმა პროფ. თინა გელაშვილმა წევრებს გააცნო მ/წლის 15-16 აპრილს ვენის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარებული ვორკშოპის შედეგები (Workshop on Project Evaluation) და სამცხე-ჯავახეთი სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა პლაგიატის შესახებ გამოკითხვის შედეგები. ასევე, მოსმენილ იქნა პროექტის წევრთა პასუხისმგებლობის ქვეშ არსებული საქმიანობების ანგარიშები: უნივერსიტეტისთვის პლაგიატის პოლიტიკის დოკუმენტის (პლაგიატის ახალი წესი), სტუდენტური სერვისების (საბიბლიოთეკო და აკადემიური წერის), პროექტის ფარგლებში დანერგილი პროგრამის-Turnitin-ის გამოყენებით პლაგიატზე ნაშრომების შემოწმების მდგომარეობის და სხვათა შესახებ.
შეხვედრაზე დაიგეგმა პროექტის შემდგომი საქმიანობები.