ტრენინგი თემაზე: ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო კურსის დიზაინში, სწავლისა და შეფასების პროცესში

მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს, ERASMUS+-CURE ( Curriculum Reform for Promoting
Civic Education and Democratic Principles in Israel And in Georgia) პროექტის
ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ინჟინერიის,
საბუნებისმეტყველო და აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულმა
პროფესორმა, ლელა წითაშვილმა აკადემიური სტაფისთვის ჩაატარა ვორკშოპი
თემაზე: ,,ციფრული ტექნოლოგიების და სწავლების მართვის სისტემების
გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში” და ტალინის ციფრული ტექნოლოგიების
უნივერსიტტში მიღებული გამოცდილება გაუზუარა აკადემიურ პერსონალს. მანვე
ისაუბრა სწავლისა და სწავლების ინოვაციურ მეთოდებზე: Problem based learning,
case studies (პრობლემაზე, შემთხვევაზე დაფუძნებული სწავლება; Project-based
learning-პროექტზე დაფუძნებული სწავლება; Inquiry-based learning-კვლევაზე
დაფუძნებული სწავლება; VAKE -ღირებულებაზე და ცოდნაზე დაფუძნებული
სწავლება; Discovery Learning – აღმოჩენაზე დაფუძნებული სწავლება. წარმოადგენილ
იქნა აღნიშნულ მეთოდების დასანერგად მხარდამჭერი ტექნოლოგიები: ICT;
Mindmaps, conceptmaps; H5P; Trello, G Suite ; Asana და სხვა, რომელთა გამოყენება
პრაქტიკულად დაიტესტა ტრენინგზე მონაწილეთა მიერ EU-Erasmus+ ASSET-ის
ფარგლებში შეძენილ, IOS სისტემის(Apple) მობილური ლაბორატორიის მეშვეობით.