9 დეკემბერს ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე გაიმართა პირველი ჩემპიონატი პროგრამირებაში. მონაწილეობას ღებულობდა ოთხი გუნდი. გამარჯვებულებს ირაკლი ხაჩიძეს და ხატია კოჩალიძეს გადაეცათ ფაკულტეტის საუკეთესო პროგრამისტის ტიტული. მეორე ადგილი დაიკავეს მერუჟან კილოიანმა, აზატ ფარმანიანმა და სამსონ ფარმანიანმა. მონაწილეები დასაჩუქრდნენ.
ჩემპონატის ორგანიზატორები იყვნენ ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულების პროფესორ-მასწავლებლები. რიგით მეორე ჩემპიონატის ჩატარება დაგეგმილია 2020 წლის საგაზაფულო სემესტრის ბოლოს.