ცხადდება დეკანის არჩევნები 2024

სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს  დეკანის არჩევნებს ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა  ფაკულტეტზე ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად :

  1. სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში უნივერსიტეტი) ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა  ფაკულტეტის (შემდგომში ფაკულტეტი) საბჭოს 2024 წლის 18 სექტემბრის N8/3 დადგენილებით, ცხადდება არჩევნები უნივერსიტეტის ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა  ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად;
  2. არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება 2024  წლის 04 ნოემბრიდან   და დასრულდება 2024  წლის 22 ნოემბრის  18 საათზე.
  3. არჩევნებში მონაწილე კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

) განცხადება უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის სახელზე;

) პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი;

) ავტობიოგრაფია (CV);

) შრომითი გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი;

) სამოქმედო გეგმა.

  • არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა სამოქმედო გეგმის განხილვა ფაკულტეტის საბჭოზე განხორციელდება 2024  წლის 29 ნოემბერს 
  • არჩევნები ჩატარდება 2024 წლის  04  დეკემბერს.
  • არჩევნების ორგანიზებას და ჩატარებას უზრუნველყოფს უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია, რომელიც არჩევნების შედეგებს საჯაროდ აცხადებს არჩევნების ჩატარების დღეს.
  • ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა  ფაკულტეტის დეკანად შეიძლება აირჩეს იმავე ფაკულტეტის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი.
  • ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა  ფაკულტეტის საბჭო ფაკულტეტის დეკანს ფარული კენჭისყრით ირჩევს 4 წლის ვადით. დეკანის თანამდებობაზე ერთიდაიგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნას ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
  • დეკანის კომპეტენცია:

ა) უზრუნველყოფს ფაკულტეტის სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობის ეფექტიანად მიმდინარეობას;

ბ) ფაკულტეტის საბჭოს განსახილველად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას და საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;

გ) შეიმუშავებს და ფაკულტეტის საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებას;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია წარმომადგენლობითი საბჭოს, აკადემიური საბჭოსა და ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებისთვის;

ე) თავმჯდომარეობს ფაკულტეტის საბჭოს სხდომებს;

ვ) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და უნივერსიტეტის წესდების შესაბამისად პასუხისმგებელია ფაკულტეტის ბიუჯეტის მიზნობრივი გამოყენებაზე;

ზ) წელიწადში ორჯერ აკადემიურ საბჭოსა და ფაკულტეტის საბჭოს წარუდგენს დეკანის საქმიანობის ანგარიშს;

თ) ახორციელებს უნივერსიტეტის წესდებითა და საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.

  • დეკანი, კომპეტენციის შესაბამისად, ინდივიდუალური საკითხების გადასაწყვეტად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას, რომლითაც რეგულირდება ფაკულტეტის ფარგლებში სასწავლო საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა სამართლებრივი საკითხი.

დეტალური ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: ტელ: 599 61 16 81 – საარჩევნო კომისიის მდივანი, ლამზირა კობაიძე.