ცხადდება კონკურსი სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობებზე – 2022

ა) განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის შემდეგ აკადემიურ თანამდებობებზე:

  • სომხური ენა – 1 საშტატო ერთეული ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე;
  • სომხური ლიტერატურის ისტორია -1 საშტატო ერთეული ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე;

ბ) ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის შემდეგ აკადემიურ თანამდებობებზე:

ეკონომიკა – 1 საშტატო ერთეული ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე;

გ) იურიდიული ფაკულტეტის აკადემიურ თანამდებობებზე:

  • საჯარო სამართალი – 1 საშტატო ერთეული ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე;
  • საჯარო მმართველობა – 1 საშტატო ერთეული ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე;

            კონკურსი გამოცხადა 2022 წლის   26 ივლისს, საბუთების მიღების ვადა განისაზღვრა  2022 წლის  29 აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩათვლით.

 საბუთების მიღება იწარმოებს როგორც მატერიალურად ქ. ახალციხე, რუსთაველის 113, მეორე სართული, ოთახი 210;  10-საათიდან – 16 საათამდე;

ასევე ელექტრონულად, საკონკურსო მასალა უნდა გადააგზავნოთ ფოსტაზე: [email protected]

საბუთების მიმღები სამდივნო განისაზღვრა შემდეგი შემადგენლობით:

  • გიული ზედგინიძე – ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსის მ.შ.
  • ნანა ხითარიშვილი – ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების სპეციალისტის მ.შ.

ა) სათანადო ფორმით შედგენილი და ხელმოწერილი განცხადებაCV და კონკურსანტის ანკეტა (ელექტრონული) აგრეთვე მათში წარმოდგენილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია: დიპლომი (ნოტარიულად დამოწმებული ასლი), სერტიფიკატი, მოწმობა, სიგელი, ცნობა და ა.შ.

ბ) სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის ან დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი (ნოტარიულად დამოწმებული ასლი);

გ) დისერტაციის (საკანდიდატო/სადოქტორო სადისერტაციო მაცნე /ავტორეფერატი);

დ) სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილების (სტაჟის) დამადასტურებელი საბუთი (საბუთები), დამოწმებული შესაბამისი ორგანიზაციის/დაწესებულების ხელმძღვანელის ხელმოწერითა და ბეჭდით;

 ე) სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ნაშრომების და სამეცნიერო პრეზენტაციების (კონფერენციებზე, სიმპოზიუმზე, სემინარზე და ა. შ.) ნუსხა, დამოწმებული შესაბამისი დაწესებულების/ ორგანიზაციის კომპეტენტური პირის ხელმოწერითა და ბეჭდით (დამოწმება ასევე შესაძლებელია უმაღლესი სასწავლებლის შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელის ხელმოწერითა და ბეჭდით);

ვ) იმ დისციპლინების ჩამონათვალი, რომელსაც კონკურსანტი ბოლო 5 წლის განმავლობაში კითხულობდა აკრედიტებულ უსდ-ში (დამოწმებული შესაბამისი ორგანიზაციის/დაწესებულების ბეჭდით);

ზ) პროფესორის და ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს სამეცნიერო კვლევის კონცეფცია, ხოლო ასისტენტ–პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად სამოტივაციო წერილი;

თ) პროფესორის და ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს სილაბუსები ანკეტაში მითითებულ ყველა საგანში;

ი) პირადობის მოწმობა (დედანი და ქსეროასლი);

კ) ორი ფოტოსურათი;

ლ) ყველა მონოგრაფია და სახელმძღვანელო, რომელიც მითითებულია კონკურსანტის შრომების ჩამონათვალში (ბოლო 6 წლის განმავლობაში).

მ)  ერთი ნაშრომის ელექტრონული ვერსია  (პლაგიატის კომისიაზე წარსადგენად)

ნ) აკადემიური თანამდებობის დაკავების შემთხვევაში წარმოადგინოს სსიპ – შსს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობები: სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ; უფლების ჩამორთმევის შესახებ.

იხ.საკონკურსო პირობები  და აკადემიური თანამდებობის დაკავების წესი

           კონკურსანტებთან გასაუბრება ჩატარდება   საკონკურსო-საფაკულტეტო კომისიების გადაწყვეტილებით. 

     კონკურსი ჩატარდება 2022 წლის  17 ოქტომბერს, შედეგები გამოქვეყნდება იმავე დღეს.

კონკურსში გამარჯვებულ კანდიდატთან დაიდება ვადიანი შრომითი ხელშეკრულება (ასოცირებულ პროფესორთან -4 წლის ვადით).

                ხელშეკრულებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უნივერსიტეტში დასაქმებულ აკადემიურ პერსონალს  უფლება აქვს:

ა) მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტის მართვაში, უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონისა და უნივერსიტეტის წესდების შესაბამისად;

ბ) დამოუკიდებლად განახორციელოს სწავლება, შემოქმედებითი საქმიანობა, კვლევა და სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება;

გ) საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დამოუკიდებლად განსაზღვროს სასწავლო კურსის პროგრამების ( სილაბუსების) შინაარსი, სწავლების მეთოდები და საშუალებები;

დ) მოითხოვოს სამუშაოს შესასრულებლად შესაბამისი პირობების შექმნა;

ვ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობითა და პირობებით მოითხოვოს და მიიღოს შრომის ანაზღაურება;

ზ) ისარგებლოს ერთსაათიანი შესვენებით სამუშაო დღის განმავლობაში, (რომელიც განისაზღვრება პედაგოგიური დატვირთვების შესაბამისად დღის სხვადასხვა მონაკვეთში);

თ) ისარგებლოს საქართველოს შრომის კანონმდებლობით განსაზღვრული უქმე დღეებით;

ი) ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით 48 სამუშაო დღით, ასევე ანაზღაურების გარეშე შვებულებით საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი წესით (სულ მცირე 15 კალენდარული დღით);

კ) პროფესიული განვითარების მიზნით, 5 წელიწადში ერთხელ ისარგებლოს ანაზღაურებადი სამეცნიერო  შვებულებით (აკადემიური შვებულება) ერთი აკადემიური კალენდრით დადგენილი სემესტრის ვადით;

ლ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით დასაქმებულისათვის მინიჭებული სხვა უფლებებით.

                აკადემიური პერსონალის შესასრულებელ სამუშაოს წარმოადგენს:

ა) მონაწილეობის მიღება სასწავლო პროცესში და მეცნიერულ კვლევებში;

ბ)  საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომების ხელმძღვანელობა;

გ)  ასისტენტის მიერ ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში მიმდინარე სასწავლო პროცესის ფარგლებში განხორციელებული სასემინარო და კვლევით სამუშაოების ხელმძღვანელობა.

                  აკადემიური პერსონალი ვალდებულია:

ა) მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში და მეცნიერულ კვლევებში;

ბ) სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების მიზნით უნივერსიტეტში იმყოფებოდეს კვირაში არანაკლებ 3 სამუშაო დღით;

გ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით, დამსაქმებლის ადმინისტრაციული აქტებით, მართვის ორგანოების დადგენილებებით/გადაწყვეტილებებით და წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები;

დ) პირადად შეასრულოს ხელშეკრულებით/აკადემიური  პერსონალის დატვირთვის სქემით გათვალისწინებული სამუშაო;

ე)მისცეს სტუდენტს ხარისხიანი განათლება;

ვ) უხელმძღვანელოს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომებს;

ზ) უხელმძღვანელოს ასისტენტის მიერ ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში მიმდინარე სასწავლო პროცესის ფარგლებში განხორციელებულ სასემინარო და კვლევით სამუშაოებს;

თ) იყოს პასუხისმგებელი კონკრეტული სასწავლო და კვლევითი პროგრამის განხორციელების ხარისხზე;

ი) სასწავლო პროცესში გამოიყენოს სწავლების თანამედროვე მეთოდები და ტექნოლოგიები;

კ) გაუფრთხილდეს სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად საჭირო, მისთვის დამსაქმებლის მიერ სარგებლობაში გადაცემულ მატერიალურ ფასეულობებს;

ლ)  სამეცნიერო  შვებულების დასრულების შემდეგ წარმოადგინოს ანგარიში ჩატარებული მუშაობის შესახებ;

მ) ანაზღაურების გარეშე შვებულების აღებისას ორი კვირით ადრე გააფრთხილოს დამსაქმებელი შვებულების აღების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გაფრთხილება შეუძლებელია გადაუდებელი სამედიცინო ან ოჯახური პირობების გამო;

ნ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით და უნივერსიტეტის წესდებით განსაზღვრული სხვა ვალდებულებები.

ო) დაიცვას ეთიკის კოდექსი და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმები;

შრომის ანაზღაურება დატვირთვის სქემით გათვალისწინებული სრული დატვირთვის შემთხვევაში შეადგენს: ასოცირებული პროფესორის – 1210 ლარს.