ცხადდება კონკურსი სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობებზე

ა) განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის შემდეგ აკადემიურ თანამდებობებზე:

სოციალურ მეცნიერებათა მიმართულებით – დარგი  ეთნოლოგია – 1 საშტატო ერთეული ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე;

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მიმართულებით, დარგები:

 – ქართული ენა – 1  საშტატო ერთეული ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე;

– რუსული ფილოლოგია – 1 საშტატო ერთეული ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე;

– ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია -1 საშტატო ერთეული ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე;

– ინგლისური ენა -1 საშტატო ერთეული ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე;

– თურქული ენა -1 საშტატო ერთეული ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე;

ბ) ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის შემდეგ აკადემიურ თანამდებობებზე:

ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით, დარგი/სპეციალობა მენეჯმენტი – 2 საშტატო ერთეული ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე

სოციალური მეცნიერებების მიმართულებით, დარგი/სპეციალობა ეკონომიკა – 3 საშტატო ერთეული ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე.

გ) ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე:  აგრონომიის მიმართულებით 2 ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე.

დ) იურიდიული ფაკულტეტის აკადემიურ თანამდებობებზე: კერძო სამართალის მიმართულებით 1 საშტატო ერთეული ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე;

            კონკურსი ცხადდება 2021 წლის   5 ნოემბერს, საბუთების მიღების ვადა განისაზღვრა 2021 წლის  6 -17 დეკემბერი.

 საბუთების მიღება იწარმოებს როგორც მატერიალურად ქ. ახალციხე, რუსთაველის 113, მეორე სართული, ოთახი 210;  10-საათიდან – 16 საათამდე;

ასევე ელექტრონულად, საკონკურსო მასალა უნდა გადააგზავნოთ ფოსტაზე: [email protected]

ა) სათანადო ფორმით შედგენილი და ხელმოწერილი განცხადებაCV და კონკურსანტის ანკეტა (ელექტრონული) აგრეთვე მათში წარმოდგენილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია: დიპლომი (ნოტარიულად დამოწმებული ასლი), სერტიფიკატი, მოწმობა, სიგელი, ცნობა და ა.შ.

ბ) სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის ან დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი (ნოტარიულად დამოწმებული ასლი);

გ) დისერტაციის (საკანდიდატო/სადოქტორო სადისერტაციო მაცნე /ავტორეფერატი);

დ) სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილების (სტაჟის) დამადასტურებელი საბუთი (საბუთები), დამოწმებული შესაბამისი ორგანიზაციის/დაწესებულების ხელმძღვანელის ხელმოწერითა და ბეჭდით;

 ე) სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ნაშრომების და სამეცნიერო პრეზენტაციების (კონფერენციებზე, სიმპოზიუმზე, სემინარზე და ა. შ.) ნუსხა, დამოწმებული შესაბამისი დაწესებულების/ ორგანიზაციის კომპეტენტური პირის ხელმოწერითა და ბეჭდით (დამოწმება ასევე შესაძლებელია უმაღლესი სასწავლებლის შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელის ხელმოწერითა და ბეჭდით);

ვ) იმ დისციპლინების ჩამონათვალი, რომელსაც კონკურსანტი ბოლო 5 წლის განმავლობაში კითხულობდა აკრედიტებულ უსდ-ში (დამოწმებული შესაბამისი ორგანიზაციის/დაწესებულების ბეჭდით);

ზ) პროფესორის და ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს სამეცნიერო კვლევის კონცეფცია, ხოლო ასისტენტ–პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად სამოტივაციო წერილი;

თ) პროფესორის და ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს სილაბუსები ანკეტაში მითითებულ ყველა საგანში;

ი) პირადობის მოწმობა (დედანი და ქსეროასლი);

კ) ორი ფოტოსურათი;

ლ) ყველა მონოგრაფია და სახელმძღვანელო, რომელიც მითითებულია კონკურსანტის შრომების ჩამონათვალში (ბოლო 6 წლის განმავლობაში).

მ)  ერთი ნაშრომის ელექტრონული ვერსია  (პლაგიატის კომისიაზე წარსადგენად)

ნ) აკადემიური თანამდებობის დაკავების შემთხვევაში წარმოადგინოს სსიპ – შსს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობები: სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ; უფლების ჩამორთმევის შესახებ.

იხ.საკონკურსო პირობები  და აკადემიური თანამდებობის დაკავების წესი

             კონკურსანტებთან გასაუბრება ჩატარდება საკონკურსო-საფაკულტეტო კომისიების გადაწყვეტილებით. 

     კონკურსი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის   ქართული ენის,  ეთნოლოგიის და  რუსული ფილოლოგიის სპეციალობით გამოცხადებულ თანამდებობებზე ჩატარდება 2022 წლის 18 იანვარს, შედეგები გამოქვეყნდება იმავე დღეს.

6. კონკურსი სხვა ყველა სპეციალობით გამოცხადებულ თანამდებობებზე ჩატარდება 2022 წლის 1 თებერვალს, შედეგები გამოქვეყნდეს იმავე დღეს.

კონკურსში გამარჯვებულ კანდიდატთან დაიდება ვადიანი შრომითი ხელშეკრულება (ასოცირებულ პროფესორთან -4 წლის ვადით).

                ხელშეკრულებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უნივერსიტეტში დასაქმებულ აკადემიურ პერსონალს  უფლება აქვს:

ა) მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტის მართვაში, უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონისა და უნივერსიტეტის წესდების შესაბამისად;

ბ) დამოუკიდებლად განახორციელოს სწავლება, შემოქმედებითი საქმიანობა, კვლევა და სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება;

გ) საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დამოუკიდებლად განსაზღვროს სასწავლო კურსის პროგრამების ( სილაბუსების) შინაარსი, სწავლების მეთოდები და საშუალებები;

დ) მოითხოვოს სამუშაოს შესასრულებლად შესაბამისი პირობების შექმნა;

ვ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობითა და პირობებით მოითხოვოს და მიიღოს შრომის ანაზღაურება;

ზ) ისარგებლოს ერთსაათიანი შესვენებით სამუშაო დღის განმავლობაში, (რომელიც განისაზღვრება პედაგოგიური დატვირთვების შესაბამისად დღის სხვადასხვა მონაკვეთში);

თ) ისარგებლოს საქართველოს შრომის კანონმდებლობით განსაზღვრული უქმე დღეებით;

ი) ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით 48 სამუშაო დღით, ასევე ანაზღაურების გარეშე შვებულებით საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი წესით (სულ მცირე 15 კალენდარული დღით);

კ) პროფესიული განვითარების მიზნით, 5 წელიწადში ერთხელ ისარგებლოს ანაზღაურებადი სამეცნიერო  შვებულებით (აკადემიური შვებულება) ერთი აკადემიური კალენდრით დადგენილი სემესტრის ვადით;

ლ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით დასაქმებულისათვის მინიჭებული სხვა უფლებებით.

                აკადემიური პერსონალის შესასრულებელ სამუშაოს წარმოადგენს:

ა) მონაწილეობის მიღება სასწავლო პროცესში და მეცნიერულ კვლევებში;

ბ)  საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომების ხელმძღვანელობა;

გ)  ასისტენტის მიერ ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში მიმდინარე სასწავლო პროცესის ფარგლებში განხორციელებული სასემინარო და კვლევით სამუშაოების ხელმძღვანელობა.

                  აკადემიური პერსონალი ვალდებულია:

ა) მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში და მეცნიერულ კვლევებში;

ბ) სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების მიზნით უნივერსიტეტში იმყოფებოდეს კვირაში არანაკლებ 3 სამუშაო დღით;

გ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით, დამსაქმებლის ადმინისტრაციული აქტებით, მართვის ორგანოების დადგენილებებით/გადაწყვეტილებებით და წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები;

დ) პირადად შეასრულოს ხელშეკრულებით/აკადემიური  პერსონალის დატვირთვის სქემით გათვალისწინებული სამუშაო;

ე)მისცეს სტუდენტს ხარისხიანი განათლება;

ვ) უხელმძღვანელოს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომებს;

ზ) უხელმძღვანელოს ასისტენტის მიერ ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში მიმდინარე სასწავლო პროცესის ფარგლებში განხორციელებულ სასემინარო და კვლევით სამუშაოებს;

თ) იყოს პასუხისმგებელი კონკრეტული სასწავლო და კვლევითი პროგრამის განხორციელების ხარისხზე;

ი) სასწავლო პროცესში გამოიყენოს სწავლების თანამედროვე მეთოდები და ტექნოლოგიები;

კ) გაუფრთხილდეს სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად საჭირო, მისთვის დამსაქმებლის მიერ სარგებლობაში გადაცემულ მატერიალურ ფასეულობებს;

ლ)  სამეცნიერო  შვებულების დასრულების შემდეგ წარმოადგინოს ანგარიში ჩატარებული მუშაობის შესახებ;

მ) ანაზღაურების გარეშე შვებულების აღებისას ორი კვირით ადრე გააფრთხილოს დამსაქმებელი შვებულების აღების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გაფრთხილება შეუძლებელია გადაუდებელი სამედიცინო ან ოჯახური პირობების გამო;

ნ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით და უნივერსიტეტის წესდებით განსაზღვრული სხვა ვალდებულებები.

ო) დაიცვას ეთიკის კოდექსი და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმები;

შრომის ანაზღაურება დატვირთვის სქემით გათვალისწინებული სრული დატვირთვის შემთხვევაში შეადგენს: ასოცირებული პროფესორის – 1210 ლარს.