ცხადდება კონკურსი სტიპენდიებთან დაკავშირებით

🔷 მიმდინარე წლის 22 ოქტომბრამდე ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის (ოთხივე ფაკულტეტის) სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა მიიღონ მონაწილეობა თურქეთის მხრიდან გამოცხადებულ კონკურსში, სტიპენტიების მოპოვებასთან დაკავშირებით. შევსებული აპლიკაცია უნდა გადმოაგზავნონ მეილზე: [email protected]

🔷 აპლიკაციის (სფეროს, ფაკულტეტის განზაზღვრის შემდეგ) შევსების შემდეგ, თურქეთის თანამშრომლობის და კოორდინაციის სააგენტოს თბილისის საკოორდინაციო ოფისში მოხდება გასაუბრება და შესარჩევი კონკურსი. სტიპენტიის მფლობელს ამოარჩევს თურქეთის მხრიდან მოწვეული სპეციალური კომისია, კონკურსანტის სფეროს და მიმართულების მიხედვით, თურქული მხარე შეურჩევს სწავლის ადგილმდებარეობას და უნივერსიტეტს. სტუდენტი მიიღებს სტიპენტიას, სადაც შედის სწავლის, მგზავრობის და ცხოვრების ხარჯები.

🔷 საჭიროა კონკურსანტმა იცოდეს, თურქული ან ინგლისური ენა და კომისიას სათანადო არგუმენტებით დაუდასტუროს რატომ გადაწყვიტა თურქეთში სწავლის გაგრძელება. შესავსები ფორმა ჩამოტვირთეთ ბმულიდან ⤵️https://l.facebook.com/l.php…