ცხადდება კონკურსი უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის შესარჩევად

ცხადდება  კონკურსი სსიპ – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის შესარჩევად.

 კონკურსში მონაწილე კანდიდატთა განცხადებების რეგისტრაცია განხორციელდება 2023 წლის 23 ივნისიდან – 6 ივლისის ჩათვლით.  არჩევნები ჩატარდება  10  ივლისს.

 სსიპ – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

– ფლობდეს სამეცნიერო ხარისხს;

– გააჩნდეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება;

– გააჩნდეს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სფეროში მუშაობის გამოცდილება;

 კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:

– განცხადება;

– პირადობის მოწმობის (პასპორტის) ასლი ;

– დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტი (ნოტარიულად დამოწმებული ასლი);

– სამოტივაციო წერილი;

–  ავტობიოგრაფია (CV)

            საბუთების მიღება იწარმოებს როგორც მატერიალურად ქ. ახალციხე, რუსთაველის 113, მეორე სართული, ოთახი 208;  10-საათიდან – 17 საათამდე; ასევე ელექტრონულად პლატფორმაზე Hr.gov.ge

კონკურსში გამარჯვებულ კანდიდატთან დაიდება ვადიანი შრომითი ხელშეკრულება  – 4 წლის ვადით;

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური უფროსის  უფლება აქვს:

ა) მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტის მართვაში, უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონისა და უნივერსიტეტის წესდების შესაბამისად;

ბ) მოითხოვოს სამუშაოს შესასრულებლად შესაბამისი პირობების შექმნა;

გ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობითა და პირობებით მოითხოვოს და მიიღოს შრომის ანაზღაურება;

დ) ისარგებლოს ერთსაათიანი შესვენებით სამუშაო დღის განმავლობაში,

ე) ისარგებლოს საქართველოს შრომის კანონმდებლობით განსაზღვრული უქმე დღეებით;

ვ) ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით წელიწადში  24 სამუშაო დღით, ასევე ანაზღაურების გარეშე შვებულებით საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი წესით (სულ მცირე 15 კალენდარული დღით);

ზ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით დასაქმებულისათვის მინიჭებული სხვა უფლებებით.

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური უფროსის მიერ შესასრულებელ სამუშაოს წარმოადგენს:

ა) უზრუნველყოს შეფასების შიდა და გარე პროცედურები, რომელთა მიზანია უნივერსიტეტში სწავლების ხარისხის გაუმჯობესება;

ბ) დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით უნივერსიტეტში სწავლების ხარისხის მაჩვენებელთა შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნას და განახლება;

გ) ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურებისათვის ხარისხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნების, ასევე, მასში განხორციელებული ცვლილებების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება;

დ) ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურებიდან ამ სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე ინფორმაციის მიღება შემდგომი დამუშავებისა და მონაცემთა ბაზაში მათი ასახვის მიზნით;

ე) სხვა საქმიანობა, რომელიც ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალ დონეს სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულები, საკრედიტო სისტემა და ა.შ.) დანერგვის გზითა და აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადებას.

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური უფროსის  შრომის ანაზღაურება შეადგენს:1530,65 ლარს