22 ივლისს, ასპინძის სამუსიკო სკოლის დარბაზში ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ მერაბ ბერიძის წიგნის ,,ასპინძა და ასპინძელობა’’ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნში დაბეჭდილია მხატრული და სამეცნიერო მასალები როგორც ასპინძის, ასევე მთლიანად ისტორიული და თანამედროვე მესხეთის შესახებ.
პრეზენტაციაზე წიგნსა და მის სამეცნიერო მნიშვენლობაზე ისაუბრეს წიგნის რედაქტორმა როინ ყავრელიშვილმა, უნივერსიტეტის რექტორმა მაკა ბერიძემ, გაზეთ „ლიტერატურული მესხეთის“ რედაქტორმა ავთანდილ ბერიძემ, მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ მაგრაქველიძემ და სხვა გამომსვლელებმა.
წიგნის პრეზენტაციას უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის თანამშრომლების გარდა დაესწრენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, პედაგოგები და სკოლის მოსწავლეები, დაინტერესებული მკითხელთა საზოგადოება.