ახალი წიგნის პრეზენტაცია უნივერსიტეტში

26 ნოემბერს, გაიმართა წიგნის „მათემატიკური მოდელირება მცენარეთა დაცვის საკითხებში“ პრეზენტაცია, რომლის ავტორები არიან სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი გურამ ალექსიძე და ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ლერი ნოზაძე.

შეხვედრა გახსნა და წარმართა რექტორის მოადგილემ სამეცნიერო დარგში პროფესორმა მერაბ ბერიძემ.

წიგნი გამოიცა ინგლისურ ენაზე გერმანიაში და დაგეგმილია მისი 6 ენაზე თარგმნა.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ სამცხე-ჯავახეთის სახელწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.

შეხვედრა გაიმართა ახლად დაარსებულ აუტორიაში, რომელიც მოეწყო და აღიჭურვა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ.