2018 წლის 20 ოქტომბერს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სადოქტორო პროგრამის დოქტორანტმა ნათელა მელიქიძემ ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად დარგობრივი კოლეგიის წინაშე დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი – „ასპინძის მუნიციპალიტეტის ანთროპონიმთა სტრუქტურა და სემანტიკა“. სამეცნიერო ხელმძღვანელი: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მერაბ ბერიძე.
სადისერტაციო ნაშრომის დაცვა შედგა პავლე ზაზაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში.
ქართველ პროფესორებთან ერთად დისერტანტს ოპონირებას უწევდა არტაანის უნივერსიტეტის პროფესორი ვედი აშქაროღლუ.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სადოქტორო პროგრამის, ქართველური ენათმეცნიერების მიმართულების დოქტორანტის, ნათელა მელიქიძის სადისერტაციო ნაშრომის საჯაროდ განხილვა
