სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის
განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე
დეკანის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნების გამოცხადების
შესახებ
ფაკულტეტის საბჭომ გადაწყვიტა:
- დეკანის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადდეს არჩევნები სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე;
- არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყოს 2024 წლის 11 ნოემბერს და დასრულდეს 2024 წლის 25 ნოემბერს, 18 საათზე;
- არჩევნებში მონაწილე კანდიდატებმა უნივერსიტეტის კანცელარიაში უნდა წარმოადგინონ შემდეგი სახის დოკუმენტაცია;
ა. განცხადება უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის სახელზე;
ბ. პირადობის მოწმობის /პასპორტის ასლი;
გ. ავტობიოგრაფია (cv);
დ. სამოქმედო გეგმა.
4. არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა სამოქმედო გეგმის განხილვა ფაკულტეტის საბჭოზე განხორციელდეს 2024 წლის 28 ნოემბერს;
5. არჩევნები ჩატარდეს 2024 წლის 12 დეკემბერს;
6. არჩევნების ორგანიზებას და ჩატარებას უზრუნველყოფს უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია, რომელიც არჩევნების შედეგებს საჯაროდ აცხადებს არჩევნების ჩატარების დღეს.