8 აპრილს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის ისტორიკოსმა და პოლიტოლოგმა, პროფესორმა უჩა ბლუაშვილმა გამართა საჯარო ლექცია თემაზე – „1989 წლის 9 აპრილი – დიდი ტეხილი საქართველოს უახლეს ისტორიაში“.
ბატონმა უჩამ ვრცლად ისაუბრა ტრაგედიის წინარე პოლიტიკურ მოვლენებზე, უშუალოდ 9 აპრილის ღამესა და მის შედეგებზე, რითაც ხაზი გაუსვა ამ თარიღის მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.