2017 წ. 22 დეკემბერი

2017 წლის 22 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გაიმართა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის (EU-ERASMUS+-CURE -Curriculum Reform for Promoting Civic Education and Democratic Principles in Israel and Georgia) ფარგლებში სპეც მობილობით, უნივერსიტეტის ორი თამანშრომლის, პროექტის მენეჯერის, პროფესორ თინა გელაშვილის და ასისტენტ-პროფესორის, მაკა მურვანიძის ზემო ავსტრიის, ლინცის პედაგოგიური უნივერსიტეტში მივლინების ანგარიშის მოსმენა.
პროექტის ინსტიტუციურმა მენეჯერმა ისაუბრა უნივერსიტეტისთვის პროექტის მნიშვნელობის და დაგეგმილი აქტივობების შესახებ. ასევე, მაკა მურვანიძემ ისაუბრა ლინცში მიღებული გამოცდილების შესახებ, სწავლისა და სწავლების ახალ მეთოდებზე, სტრატეგიებზე და აქტივობებზე, რომელიც ევროკავშირის ექსპერტებმა წარმოადგინეს ტრენინგის მსვლელობისას.
აღინიშნა, რომ ძალზედ მნიშვნელოვანი იყო ავსტრიის საზოგადოებრივი და ადგილობრივი ტელევიზიებით ჩვენი უნივერსიტეტის წარმომადგენელთა გამოსვლებიც, რომელთა მოპოვებაც შესაძლებელია ქვემოთ მოცემულ ბმულში.
https://www.dorftv.at/video/28418
შეხვედრაზე განხილულ იქნა პროექტის ფარგლებში დასახელებული გეგმების განხორციელების გზები და საშუალებები, რომელიც ითვალისწინებს სხვადასხვა აქტივობებს. ევროკავშირის ქვეყნების ექსპერტთა პრაქტიკის გაზიარებას; აკადემიური პროგრამებისთვის ინოვაციური კურსების მომზადებას, სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის ჩამოყალიბებას, სადაც დაიგეგმება სხვადასხვა აქტივობები სკოლის პედაგოგთა გადასამზადებლად.
მოხსენებაში საუბარი იყო ევროპული უნივერსიტეტების და მათი ექსპერტების გამოცდილებაზე, რომელიც სწავლისა და სწავლების ახალი მეთოდების შეთვისების დროს გვაძლევს შანსს მოვახდინოთ კურიკულუმის რეფორმა, გავიზიაროთ კარგი პრაქტიკა და გამოვიყენოთ ის, როგორც სტუდენთა სწავლის პროცესში, ისე ფაკულტეტის სტაფის და სკოლის პედაგოგთა გადასამზადებლად.
აღინიშნა, რომ პროექტის ფარგლებში მომზადებული კურსები და თითოეული კურსის რიდერები უნივერსიტეტისთვის ინოვაციურია. კურსებში გამოყენებული სწავლისა და სწავლების ახალი მეთოდები და სტრატეგიები ხელს შეუწყობს უნივერსიტეტის აკრედიტაციის პროცესს და გაზრდის სწავლის ხარისხსს.
გამომსვლელების თვალსაზრისით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ყველა საქმიანობა და აქტივობა დაეხმარება ბენეფიციარებს(სტუდენტი, კურსდამთავრებული, ფაკულტეტის წევრები, სკოლის პედაგოგები…) არამარტო სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებასა და მის ტრანსფორმაციაში, არამედ გააუმჯობესებს რეგიონში უნივერსიტეტის სოციალურ ფუნქციას და ხელს შეუწყობს უნივერსიტეტებს შორის ინტერნაციონალიზაციის პროცესს.