ერასმუს+ პროექტის – INTEGRITY ( Academic Integrity for Quality Teaching and Learning in Higher Education Institutions in Georgia) ფარგლებში შედგა 5 დღიანი შეხვედრა ავსტრიაში, ვენის უნივერსიტეტში, რომელიც პროექტის ერთ-ერთი პარტნიორი ორგანიზაციაა. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან შეხვედრას ესწრებოდნენ პროექტის კოორდინატორი, პროფესორი თინა გელაშვილი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ასოცირებული პროფესორი რევაზ ზედგინიძე და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სპეციალისტი თეონა ჟუჟუნაძე.
შეხვედრა მოიცავდა ორ ნაწილს – 2-დღიან პროექტის “kick-off” შეხვედრას და 3-დღიან მონაწილეთა ტრენინგის პროგრამას (TOT). შეხვედრის დასაწყისში პროექტის ზოგად მიზნებთან გაცნობის შემდეგ თითოეულმა პარტნიორმა ორგანიზაციამ წარადგინა საკუთარი როლი პროექტში.
პროექტი INTEGRITY ოფიციალურად 2017 წლის დეკემბრიდან ხორციელდება და მისი კოორდინატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. პროექტში ჩართულია 4 ევროპული და 13 ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, მათ შორის კერძო და სახელმწიფო უსდ-ები თბილისის და რეგიონის მასშტაბით.
პროექტი მიზნად ისახავს უმაღლეს საგანმანთლებლო დაწესებულებებში პლაგიატის სისტემის დანერგვისა და აკადემიური კეთილსინდისიერების გაძლიერების გზით სწავლა-სწავლების და შეფასების ხარისხის გაუმჯობესებას.
ვიზიტის მეორე ნაწილში ევროპულმა უნივერსიტეტებმა წარმოადგინეს თავიანი გამოცდილება და პრაქტიკა პლაგიატის სისტემის დანერგვასთან და უნივერსიტეტებში აკადემიური კეთილსინდისიერების გაძლიერებასთან დაკავშირებით.
ვიზიტის ბოლოს მოხდა სამომავლო აქტივობების დაგეგმვა.