ERASMUS+ ინსტიტუციური განვითარების პროექტის „აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (INTEGRITY) ფარგლებში სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვიზიტით იმყოფებოდა ილიაუნის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი და ამავე პროექტის კოორდინატორი ქეთევან დარახველიძე, პროექტის მენეჯერი, სალომე შედანია და სამეცნიერო ბიბლიოთეკის, სტუდენტური სერვისების განყოფილების ხელმძღვანელი-გიგა ხოსიტაშვილი.
შეხვედრის მიზანი იყო: 1. პროექტის კოორდინატორსა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან, როგორც ერთ-ერთ პარტნიორთან შეხვედრა, პროექტში დაგეგმილი აქტივობების გაცნობა, პლაგიატის პრევენციასთან დაკავშირებით მხარდაჭერის მიღება
2. ვორქშოპი აკადემიურ წერასა და პლაგიატის აღმომჩენი პროგრამის TURNITIN-ის ეფექტურად გამოყენების შესახებ. პროექტის ინსტიტუციურმა მენეჯერმა აკადემიურ პერსონალს და ბიბლიოთეკის წარმომადგენლებს გააცნო ის სტუდენტური სერვისები, რომელიც ევროპულ პარტნიორ უნივერსიტეტებში (დიდი ბრიტანეთი, ავსტრია, ირლანდია, შვედეთი)წარმატებით ხორციელდება და შეთავაზა მისი დანერგვის აუცილებლობა სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში. პროექტის წევრებმა გააკეთეს პრეზენტაციები აკადემიური წერის კურსის მოდერნიზაციასთან დაკავშირებით, წარმოადგინეს სილაბუსი, რომლის განხილვაც მოხდა შეხვედრაზე, ასევე,საერთაშორისო და ეროვნულ კონსორციუმებზე მიღებული გამოცდილება-,,კარგი პრაქტიკის დანერგვა“ გააცნეს დამსწრე პერსონალს. ილიაუნის პროექტის სტაფის წევრმა, გიგა ხოსიტაშვილმა ჩაატარა ტრენინგი პლაგიატის პროგრამის Turnitin-ის პრაქტიკულად გამოყენებასა და დანერგვაზე.