2017 წლიდან სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩართულია საქართველოში EU-ERASMUS+-ის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტში – „აკადემიური კეთილსინდისიერება საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლებისა და სწავლის ხარისხისთვის (Academic Integrity for Quality Teaching and Learning in Higer Education Institutions in Georgia – INTEGRITY)”. 14 მაისიდან პროექტის ფარგლებში ტარდება მორიგი ადგილობრივ შესაძლებლობათა განვითარების ტრენინგი/TOT ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ტრენინგს ესწრებიან ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის პროფესორი და პროექტის ინსტიტუციური მენეჯერი თინა გელაშვილი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური უფროსი, ასოცირებული პროფესორი რევაზ ზედგინიძე, საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების სპეციალისტი თეონა ჟუჟუნაძე და განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი ირინე ნოზაძე.
ტრენინგი მოიცავს ისეთ საკითხებს როგორიცაა აკადემიური წერის კურსის გადახედვა-განახლება, უნივერსიტეტების წარმომადგენლების დატრენინგება აკადემიური წერის კურსის გაძღოლაში, შეფასების მეთოდები, საუნივერსიტეტო სერვისების გამართვა აკადემიური კეთილსინდისიერების დასაცავად და შემდგომი ექვსი თვის სამოქმედო გეგმის შემუშავება.
ტრენინგის პირველ დღეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური წერის ცენტრის გუნდმა წარმოადგინა აკადემიური წერის სახელმძღვანელო წიგნის სამუშაო ვერსია.
შეხვედრა დასრულდება 17 მაისს.