სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგი ების განყოფილების უფროსმა ვანო ჯანოვმა და ამავე განყოფილების სპეციალისტმა შალვა ოთანაძემ მონაწილეობა მიიღეს Erasmus+ -ის პროექტის – CURE (Multi-faced program for curricular reform that aims to improve the level of curriculum for Civic Education and Principles of Democracy in teacher-training programs in Israel and in Georgia) საერთაშორისო მობილობაში (SMS) ესტონეთის ტალინის უნივერსიტეტში.
მობილობის მთავარ საკითხებს წარმოადგენდა სწავლა-სწავლების პროცესის ხარისხის განვითარების მიზნით ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენება, ვინ და როგორ უნდა განავითაროს უნივერსიტეტებში ინოვაციაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდები და ტექნოლოგიები, რომელიც დაეხმარება პედაგოგსა და სტუდენტს სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაში.
მობილობის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატებით.