სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მიმდინარე, ASSET-ERASMUS+ პროექტის ფარგლებში მონიტორინგის ვიზიტით იმყოფებოდა ერასმუს+-ის ეროვნული ოფისის დირექტორი , ქალბატონი ლიკა ღლონტი, რომელიც შეხვდა პროექტის სტაფის წევრებს და მოისმინა პროექტის მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობები. ქალბატონ ლიკა ღლონტმა უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის, ასევე გააკეთა საინფორმაციო შეხვედრა და ისაუბრა ერასმუს+-ის ინსტიტუციური განვითარების საგრანტო პროექტებზე,; კრედიტ-მობილობებზე, ერთობლივ სამაგისტრო ხარისხის მოსაპოვებლად პროგრამების მომზადების შესაძლებლობებზე, ჟან მონეს პროექტების შესახებ და იმ შანსებზე, რომელიც აქვს უნივერსიტეტის სტუდენტებს და აკადემიურ პერსონალს მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამებში.