სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს რიგგარეშე მობილობას
შპს – ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის უმაღლესი სასწავლებლის,
შპს – ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტის,
შპს – თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის,
სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიისა
და შპს – საქართველოს ბიზნეს აკადემიის სტუდენტებისათვის
აღნიშნული სასწავლებლების სტუდენტების მიერ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში საბუთების წარმოდგენის ვადა
2018 წლის 22 -26 ოქტომბერი
რეგისტრაციისთვის სტუდენტებმა განცხადებით უნდა მიმართონ უნივერსიტეტის რექტორს
(განცხადება ივსება ადგილზე)
განცხადებას თან უნდა ახლდეს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) ამონაწერი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ბრძანებიდან;
ბ) სტუდენტის სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი) ასლი;
გ) ცნობა გაცემული შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სტუდენტის სტატუსის მითითებით;
დ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის);
ე) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის 2 ასლი;
ვ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატი) ასლი;
ზ) ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია (CD).
ტელ: 577 98 77 29 577 98 77 84