2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის რიგგარეშე მობილობა

 

  სამცხე-ჯავახეთის  სახელმწიფო   უნივერსიტეტი  აცხადებს რიგგარეშე მობილობას


  შპს –   ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის უმაღლესი სასწავლებლის,

  შპს – ევრორეგიონული      სასწავლო უნივერსიტეტის

  შპს – თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის,     

  სსიპ –     საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიისა

 და შპს – საქართველოს ბიზნეს აკადემიის  სტუდენტებისათვის

აღნიშნული სასწავლებლების სტუდენტების მიერ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში საბუთების წარმოდგენის ვადა

2018 წლის 22 -26 ოქტომბერი

რეგისტრაციისთვის სტუდენტებმა განცხადებით უნდა მიმართონ უნივერსიტეტის რექტორს

(განცხადება ივსება ადგილზე)

განცხადებას თან უნდა ახლდეს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) ამონაწერი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ბრძანებიდან;
ბ) სტუდენტის სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი) ასლი;
გ) ცნობა გაცემული შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სტუდენტის სტატუსის მითითებით;
დ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის);
ე) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის 2 ასლი;
ვ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატი) ასლი;
ზ)  ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია (CD).

ტელ: 577 98 77 29    577 98 77 84