2020 წლიდან ვეტერინარიის ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა ამოქმედდება

3 მაისს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ვეტერინარიის ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო 308 კრედიტიანი პროგრამის პრეზენტაცია, რომელსაც უძღვებოდა ლევან მაკარაძე- ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი და ნინო მილაშვილი ვეტერინარიის დოქტორი.
შეხვედრას ესწრებოდნენ: უნივერსიტეტის რექტორი,  მოადგილეები, აკადემიური პერსონალი, დარგის სპეციალისტები და დამსაქმებლები.
შეხვედრაზე დაწვრილებით განიხილეს პროგამა. მოსამზადებელი სამუშაოების დამთავრების შემდეგ  პროგრამას წარადგენენ აკრედიტაციისათვის და 2020 წლიდან აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ სწავლა ვეტერინარიის ფაკულტეტზე გააგრძელონ.