აბიტურიენტთა საყურადღებოდ! რეგისტრაცია 27 სექტემბრამდე

აბიტურიენტებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ 2024 წლის 30 აგვისტოდან 27 სექტემბრის 1800 საათამდე

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია როგორც ადგილზე (I კორპუსი, ოთახი 303), ასევე ელექტრონულად

ადგილზე რეგისტრაციის შემთხვევაში წარმოსადგენი  დოკუმენტაცია:

  1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის  2 ასლი; უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში – პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;
  2. ეროვნული გამოცდების საგამოცდო ბარათის  ასლი.
  3. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – ატესტატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი. უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი განათლების აღიარებაზე;
  4. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (მხოლოდ ვაჟებისთვის);
  5. ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია (CD).

ელექტრონული რეგისტრაციის შემთხვევაში ასატვირთი დოკუმენტაცია.

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSc9p7wrs10mDoNVDhLgnB35Lo6YQh0OczBh1wOwOm6n3yyE_Q/viewform

(ატვირთეთ მხოლოდ დასკანერებული დოკუმენტები, სურათი, გადაყვანილი PDF-ში სრულ დოკუმენტად არ ჩაითვლება)

  1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის  ასლი (pdf); უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში – პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;
  2. ეროვნული გამოცდების საგამოცდო ბარათის  ასლი (pdf);.
  3. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – ატესტატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი. უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი განათლების აღიარებაზე;
  4. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (მხოლოდ ვაჟებისთვის) (pdf);;
  5. ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია (JPEG).

შენიშვნა: თუ რეგისტრაციის პერიოდისთვის, აბიტურიენტს არ შესრულებია 18 წელი, აუცილებელია მშობლის (მეურვის ან მზრუნველის) მონაწილეობა  რეგისტრაციის პროცესში.

ვებგვერდი: www. sjuni.edu.ge;

საკონტაქტო ტელეფონი: 577 98 77 84;  577 98 77 29

ელ-ფოსტა: [email protected];