მობილობის მსურველი პირი (მობილობაზე თანხმობის მიღების შემდეგ) რეგისტრაციას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაივლის 2026 წლის 11 სექტემბრიდან 18 სექტემბრის (18:00 საათამდე) ჩათვლით.
მისამართი: ქ. ახალციხე, რუსთაველის ქ. N 113, პირველი კორპუსი, ოთახი 303.
წარმოსადგენი დოკუმენტები:
- განცხადება რექტორის სახელზე (ივსება ადგილზე)
- ატესტატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი
- პირადობის მოწმობის (პასპორტის) 2 ასლი
- უსდ-ში ჩარიცხვის ბრძანების ასლი
- ცნობა სტატუსის შესახებ
- სტუდენტის ბარათის ასლი (ჩაბარებული სასწავლო კურსების და გავლილი კრედიტების მითითებით)
- ფოტოსურათი (3×4) დისკზე ჩაწერილი
- მიწერის მოწმობის ან სამხედრო ბილეთის ასლი (სამხედრო ვალდებულთათვის/ვაჟებისათვის)
შენიშვნა: სტუდენტის სარეგისტრაციო ანკეტა არის საფუძველი რეესტრში მონაცემების შესატანად. არასწორად შევსებულ ინფორმაციაზე პასუხისმგებელია პირადად სტუდენტი.
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 577 98 77 84
