მიმდინარე წლის 23 და 24 ივნისს, თელავში გაიმართა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – ,,კვლევის პასუხისმგებლობიანად წარმართვა – კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში” (ETHICS-Erasmus +) ეროვნური სამუშაო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა თინა გელაშვილმა (პროექტის მენეჯერი), პროფ. გულნარა ჯანოვამ და ბიბლიოთეკის ტექნიკურმა დირექტორმა ხათუნა კვინცხაძემ.
შეხვედრის მიზანი იყო: ინსტიტუციური ეთიკის რეგულაციების საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოყვანა; კვლევის ეთიკის კომიტეტების შექმნისა და გაძლიერების მხარდაჭერა; ინსტიტუციურ კონტექსტზე მორგებული აკადემიური მხარდაჭერისა და კვლევის კეთილსინდისიერების უზრუნველყოფის სერვისების შემუშავება; მდგრადობის, ცნობიერების ამაღლებისა და ინსტიტუციური ინტეგრაციის სამოქმედო გეგმებისა და სტრატეგიების ერთობლივი შექმნა.