განცხადება მობილობის შესახებ
მობილობის მსურველი პირი (მობილობაზე თანხმობის მიღების შემდეგ) რეგისტრაციას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაივლის
2026 წლის 16 თებერვლიდან – 2026 წლის 19 თებერვლის (1800 საათამდე) ჩათვლით
მისამართზე: ქ. ახალციხე, რუსთაველის ქ. N 113, პირველი კორპუსი, ოთახი 303
წარმოსადგენი დოკუმენტია
განცხადება რექტორის სახელზე (ივსება ადგილზე)
ატესტატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
პირადობის მოწმობის (პასპორტის) 2 ასლი;
უსდ-ში ჩარიცხვის ბრძანების ასლი;
ცნობა სტატუსის შესახებ;
სტუდენტის ბარათის ასლი (ჩაბარებული სასწავლო კურსების (გავლილი კრედიტების) მითითებით);
მიწერის მოწმობის, ან სამხედრო ბილეთის ასლი (სამხედრო ვალდებულთათვის)(ვაჟებისათვის);
შენიშვნა: სტუდენტის სარეგისტრაციო ანკეტა არის საფუძველი რეესტრში მონაცემების შესატანად. არასწორად შევსებულ ინფორმაციაზე პასუხისმგებელია პირადად სტუდენტი
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 577 98 77 84
