ცხადდება მიღება 60 კრედიტიან პროგრამაზე

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2026-2027 სასწავლო წლისთვის აცხადებს მიღებას მასწავლებლის მომზადების (60 კრედიტიან) საგანმანათლებლო პროგრამაზე- შემდეგ მოდულების მიმართულებით:

  • ქართული ენა, ლიტერატურა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური)
  • მათემატიკა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური)
  • გეოგრაფია (საბაზო ან/და საშუალო საფეხური)
  • ისტორია (საბაზო ან/და საშუალო საფეხური)
  • ფიზიკა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური)
  • ბიოლოგია (საბაზო ან/და საშუალო საფეხური)
  • ქიმია (საბაზო ან/და საშუალო საფეხური) –
  • სამოქალაქო განათლება (საბაზო ან/და საშუალო საფეხური)
  • ინგლისური ენა (დაწყებითი ან/და საბაზო ან/და საშუალო საფეხური)
  • გერმანული ენა (დაწყებითი ან/და საბაზო ან/და საშუალო საფეხური)
  • რუსული ენა (დაწყებითი ან/და საბაზო ან/და საშუალო საფეხური)
  •  ქართული, როგორც მეორე ენა ( დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური)
  •   ინფორმაციული ტექნოლოგიები (I-VI)
  •   მათემატიკა (I-VI)
  •   ქართული ენა და ლიტერატურა (I-VI)
  •   ბუნებისმეტყველება  (I-VI)
  •   დაწყებითი საფეხურის ინტეგრირებული  (ქართული, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება I-IV)

  • მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა – 1  აგვისტოდან  23 სექტემბრის 18 საათამდე;
  • შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა   ჩატარდება   24   სექტემბერს, 12 :00 სთ-ზე;
  • შედეგები გამოცხადდება  25  სექტემბერს
  • სააპელაციო განცხადებები მიიღება  28  სექტემბერს;
  • საბოლოო შედეგები გამოცხადდება  29   სექტემბერს;
  • სწავლა დაიწყება 1 ოქტომბერს.

სახელმწიფოსგან სრულად ფინანსდება 120 ადგილი!


სარეგისტრაციო   ლინკი  https://forms.gle/QzngE3XupES7cLXy8

(შენიშვნა: რეგისტრაციისას უნდა მიუთითოთ თქვენი gmail-ის ფოსტა)


რეგისტრაციისთვის საჭირო  დოკუმენტების  ნუსხა:

  1. განცხადება რექტორის სახელზე (ჩამოტვირთეთ განცხადების ფორმა) ;
  2. განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ნოტარიულად დამოწმებული ასლი (უცხო ქვეყნის უსდ-ს დიპლომის შემთხვევაში, წარმოდგენილ უნდა იქნას ცნობა დიპლომის აღიარების შესახებ, ნოტარიალურად დამოწმებულ დიპლომთან ერთად);
  3. თუ დიპლომის გამცემი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება არ იძებნება აკრედიტებული/ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულების ბაზაში, მასწავლებლის   მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველმა პირმა უნდა წარმოადგინოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დიპლომის ნამდვილობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
  4. ცნობა საგნის გამოცდის ჩაბარების შესახებ, გამოცდების ეროვნული ცენტრიდან  საგამოცდო საიდენთიფიკაციო ნომრით, ან საგამოცდო ფურცელი  და გამოცდაზე მიღებული ქულების ამონაბეჭდი ინტერნეტ გვერდიდან (ცნობა “საგნის გამოცდის ჩაბარების შესახებ” ეხება მხოლოდ იმ პირებს, ვინც საგნის გამოცდა ჩააბარა 2021 წლამდე );
  5. CV  (ავტობიოგრაფია);
  6. პირადობის დამადსტურებელი  დოკუმენტის  ორი ასლი;

არასრულყოფილად  ან  ხარვეზით ატვირთული საბუთები არ განიხილება!

  განცხადება ხელმოწერის გარეშე არ განიხილება!

იხილეთ მიღების წინაპირობები  და  შიდა საუნივერსიტეტო გამოცდის ნიმუში – დავალება

გისურვებთ წარმატებებს!

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკთ,

პროგრამის ხელმძღვანელი: 599177109

ტექნიკური დახმარება: 598465815